საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის გუნდიც „გლობალური ომის პარტიას“ ადანაშაულებს უკრაინის „ომში ჩათრევაში“, - და რომლის წახალისებული პროპაგანდაც დასავლურ კორპორაციებს უკრაინის „ერთი ხელით ნგრევასა და მეორე ხელით აღდგენაში“ სდებს ბრალს, - ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენციას დაესწრო.
ახლა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა სავიზო სანქციების პირველი პაკეტი მიიღო, მოსალოდნელია თუ არა „ქართული ოცნების“ რიგებში მორიგი რყევების დაწყება?
ჩინეთი, საქართველოსთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ მიუხედავად, კვლავ არ უჭერს მხარს გაეროში საქართველოს რეზოლუციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების შესახებ.
მაშინ, როდესაც საქართველო ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აღრმავებს და ანაკლიის პორტის ინვესტორად ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს არჩევს, უკრაინა ჩინეთს რუსეთის მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს.
„აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, საქართველომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პროექტის 49%-იანი წილი ჩინეთის სახელმწიფო კონსორციუმს გადასცა. შერჩეულ ფირმას, რომელიც აშშ-ს სანქცირებული ჰყავს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დარღვევებს ედავებიან და „სესხის ხაფანგის“ პოლიტიკის გამტარად მიიჩნევენ.
შეუქმნის თუ არა საფრთხეს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკას „აგენტების კანონის“ მიღებისა და ანტიდასავლური გადახრის შედეგად საქართველოს შესაძლო საერთაშორისო იზოლაცია?
„როგორ დაიბრუნებს საქართველო 2030 წლისთვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან, ნამდვილად არ მესმის“, - ასე უპასუხა რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ „ქართული ოცნების“ დაპირებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.
თბილისის დროით 24 მაისს, დილის ოთხ საათზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა მათთვის, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში“. თუმცა ჯერჯერობით ახალი არავინ დაუსანქცირებია.
„კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი“, - ამბობს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ირაკლი კობახიძის უახლეს ბრალდებაზე, თითქოს დაუსახელებელი ევროკომისარი დაემუქრა სლოვაკეთის პრემიერის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით. ფიცოს რამდენჯერმე ესროლეს.
„დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“, - ამბობდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი 18 მაისს. სამ დღეში ვენეციის კომისიამ „აგენტების კანონი“ მწვავედ გააკრიტიკა და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდა. „აბსოლუტურად უსუსური არგუმენტაციაა“, - ამბობს ახლა პრემიერ-მინისტრი კობახიძე.
„გლობალური ომის პარტიაში“ „ძალიან სახიფათო ხალხია“, იმდენად, რომ მათი სახელის წარმოთქმაც სარისკოა. როგორც „მასონებს“, მათ „კრიტიკული გავლენა“ აქვთ შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ეს ჯგუფი წლებია, უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, - რომელმაც საქართველოში მათი „აგენტურის მმართველობა“ დაასრულა.
შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.
ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, 63 წლის ებრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვა.
აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციები არ აქვს დაწესებული, მაგრამ ამ საკითხს „მალე განიხილავენ“; „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიები „დაუჯერებელია“; თუ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა გაგრძელდა, პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახებს სანქციები დაუწესდებათ.
ილია II-მ მრევლისადმი 12 მაისის მიმართვაში გაიხსენა ბიბლიური ამბავი: როგორ დასაჯა მეფე ნაბუქოდონოსორმა სამი ახალგაზრდა და გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, თუმცა ისინი, უვნებლად გადარჩნენ.
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციების უწყვეტობისა და გაძლიერების პარალელურად, მთავრობა იმუქრება, რომ თუ „შეკრება ძალადობრივი გახდება“, შინაგან საქმეთა სამინისტრო „აამოქმედებს“ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს.
„ფაქტი, რომ [ბრიუსელში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე] მსჯელობენ, უკვე უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი სიგნალი... ფრთხილად იყავით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ევროკავშირის დიპლომატი, რომელიც საქართველოზე მიმდინარე დისკუსიას კარგად იცნობს.
ჩინეთის ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, საქართველომ, ჩინეთის მჭიდრო მოკავშირესთან, კამბოჯასთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, „დედოლარიზაციაზე“ გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აგრძელებს წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის ტრადიციას: უნგრეთში მიემგზავრება და მასპინძელ ვიქტორ ორბანთან ერთად მონაწილეობს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ (CPAC-ში).
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ოფიციალურ საიტზე ილუსტრაციებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს უნდა ასახავდეს, რუსული ეკლესიაა გამოსახული - კრემლის მიძინების ტაძარი.
ჩამოტვირთე მეტი