ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების პროექტის დასასრულებლად საქართველომ საფრანგეთიდან 30 მილიონი ევრო ისესხა. სასესხო ხელშეკრულება უკვე დადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებას „მეორე ფრონტისკენ“ მოუწოდებდა. პრემიერმა ამის შესახებ ილაპარაკა ჟურნალისტებთან, რომლებმაც მას პრეზიდენტის „ყირიმის პლატფორმაში“ მონაწილეობის შესახებ ჰკითხეს.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის სპეციალისტი ნონა ნინიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. ხელმძღვანელის, დავით დევიძის ბრძანება 16 აგვისტოსაა გამოცემული, ხოლო გათავისუფლების დღედ 19 აგვისტოა მითითებული.
ჩამოტვირთე მეტი