Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ადასტურებს, რომ 23 აგვისტოს იქ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ჩავა


ნარენდრა მოდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
ნარენდრა მოდი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

უკრაინის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომ მათ ქვეყანას 23 აგვისტოს ეწვევა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა 19 აგვისტოს დაადასტურა მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ამ შინაარსის განცხადება და ვიზიტის თარიღი დააზუსტა.

მოდი და ზელენსკი განიხილავენ ორმხრივ და მრავალმხრივ თანამშრომლობას, ხელი მოეწერება რამდენიმე დოკუმენტს, - აცხადებს პრეზიდენტის ოფისი.

გასულ თვეში მოდი მოსკოვში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართა შეხვედრა. ზელენსკიმ ეს შეხვედრა გააკრიტიკა - უკრაინის პრეზიდენტმა 6 ივლისს განაცხადა, რომ ეს იყო "დიდი იმედგაცრუება და ძლიერი დარტყმა სამშვიდობო ძალისხმევაზე, იმის ხილვა, თუ როგორ გადაეხვია მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე სისხლიან ბოროტმოქმედს".

ფორუმი

XS
SM
MD
LG