პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ოლიმპიელს, რომლებსაც მედალი არ მოუგიათ ოლიმპიურ თამაშებზე, პრემია, 50 000 ლარი, გადაეცემა. ამის შესახებ მან ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.
Meta ახალ ანგარიშში წერს, რომ კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაიშალა 76 ფეისბუკანგარიში, 30 ფეისბუკგვერდი და 11 ინსტაგრამანგარიში. მათივე განცხადებით, ეს ქსელი რუსული წარმოშობისაა და მისი სამიზნე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია.
"ევროპული საქართველოდან" წამოსულებმა პარტია "ფედერალისტები" წარადგინეს. ახალი ოპოზიციური პარტიის პრეზენტაცია 15 აგვისტოს სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა.
„ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე რენტგენოსკანერის მონტაჟი აშშ-ის დახმარების შეჩერების გამო შეფერხდა. კოალიცია „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ჯაფარიძის მიერ „ფორმულის“ ეთერში გავრცელებული ეს ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საჩივარი, რომელიც მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას შეეხებოდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომელიც მის უფლებებს იცავდა, აცხადებს, რომ სასამართლომ უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია, „ქართული ოცნების“ 22 დელეგატი წარადგინა ამდენივე ოლქში. მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს ადამიანები გაუძღვებიან რეგიონებში საარჩევნო კამპანიას და საბოლოოდ, მოხვდებიან საარჩევნო სიაში.
ჩამოტვირთე მეტი