პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრების შემდეგ 10 აგვისტოს საღამოს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წევრებს შეხვდნენ. აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას ესწრებოდნენ ყოფილი საჯარო მოხელეებიც.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა და აშშ-ის საელჩომ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე“.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ საუბრის მთავარი თემა მომავალი არჩევნები და „აგენტების კანონი“ იყო.
კომუნიკაციების კომისია მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად აუქციონს აცხადებს. გამარჯვების შემთხვევაში სატელეკომუნიკაციო კომპანია ვალდებული იქნება, 7 წლის ვადაში საქართველოში 5G დანერგოს.
ჩამოტვირთე მეტი