საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაუპატიმრებიათ საინტერნეტო შეტყობინებების აპლიკაციის, Telegram-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, რუსული წარმომავლობის მილიარდერი პაველ დუროვი.
საქართველოს მთავრობამ დღეს, 26 აგვისტოს, რამდენიმე ელჩის გათავისუფლების განკარგულება გამოსცა. უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს ქვეყნის წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. პოსტს დატოვებენ ასევე საქართველოს წარმომადგენლები ნატოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში და სხვ.
ძაღლებში ცოფის შემთხვევების გამოვლენის გამო კარანტინი გამოცხადდა კახეთის მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის ცენტრში. მოკვდა 10-ზე მეტი ინფიცირებული ძაღლი.
„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც თითქმის ორი კვირაა, შიმშილობენ, მზად არიან შეწყვიტონ პროტესტის ეს ფორმა, თუ კომპანია იმ დასაქმებულებს, რომლებიც არ გაფიცულან, აუნაზღაურებს აგვისტოში გაცდენილი სამუშაო დღეების ხელფასს. გუშინ გავრცელებულ მიმართვას კომპანიამ დღეს, 26 აგვისტოს, უპასუხა.
ჩამოტვირთე მეტი