26 აგვისტოს დილით უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს 23 ადამიანი, რომლებიც ავტობუსით მგზავრობდნენ პროვინცია ბელუჯისტანის მუსახაილის ოლქში, იტყობინებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მათი თქმით, შეიარაღებულმა ჯგუფმა გზა გადაკეტა, მგზავრებს უბრძანა, ავტობუსიდან ჩამოსულიყვნენ და მათთვის პირადობის დამადასტურებელი საბუთები შემოწმების შემდეგ 23 მამაკაცი დახვრიტეს.
მოკლულთა უმრავლესობა არის პროვინცია პენჯაბიდან, მაგრამ ორი მათგანი ბელუჯისტანის მკვიდრი იყო, იტყობინება რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახური.
სანამ შემთხვევის ადგილს მიატოვებდნენ, თავდამსხმელებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს.
მომხდარისთვის არავის არ უკისრია პასუხისმგებლობა. მაგრამ სეპარატისტულმა დაჯგუფება „ბელუჯების განთავისუფლების არმიამ“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის პროვინციაში ყველა დიდ გზას აკონტროლებს.
მსგავსი ინციდენტები ადრეც მომხდარა, როცა საბუთების შემოწმების საფუძველზე კლავდნენ პირებს, რომლებიც პროვინცია პენჯაბიდან იყვნენ.
ფორუმი