გაეროს ატომური სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ამბობს, რომ 26 აგვისტოს ჩავა რუსეთში, კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე - რამდენიმე კვირაში მას მერე, რაც უკრაინამ ამ რეგიონში მოულოდნელი კონტრშეტევა დაიწყო.
"სერიოზული სიტუაციის გათვალისწინებით, ხვალ პირადად ვუხელმძღვანელებ IAEA-ის მისიას კურსკის ბირთვულ ელექტროსადგურზე რუსეთში", - ამბობს გროსი პლატფორმა X-ზე.
საბრძოლო მოქმედებების ელექტროსადგურთან მიახლოების ფონზე, IAEA რუსეთსაც და უკრაინასაც მოუწოდებს, გამოიჩინონ "მაქსიმალური თავშეკავება", რათა "თავიდან იქნეს აცილებული ბირთვული ავარია, სერიოზული რადიოლოგიური შედეგების პოტენციალით".
ფორუმი