Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი მოკავშირეებს "გადამწყვეტი მოქმედებისკენ" მოუწოდებს რუსეთის მხრიდან მასშტაბური შეტევის შემდეგ


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ქვეყნის საერთაშორისო მოკავშირეებს "გადამწყვეტი მოქმედებისკენ" მოუწოდა მას მერე, რაც რუსეთმა დრონებით და რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელა კიევსა და სხვა ქალაქებზე. ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაზიანება.

რუსეთმა 26 აგვისტოს, დილას, მიზანში ამოიღო უკრაინის რამდენიმე ქალაქი. თავდასხმებს ემსხვერპლა, სულ მცირე, სამი ადამიანი, დაჭრილია რამდენიმე პირი - აცხადებენ უკრაინის წარმომადგენლები.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ "ვერაგულმა თავდასხმებმა", რომლებიც განხორციელდა 100-ზე მეტი რაკეტითა და 100-მდე დრონით, აჩვენა, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა მოუხსნას აკრძალვა გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.

"უკრაინა არ უნდა შეიზღუდოს გრძელი რადიუსის შესაძლებლობებში მაშინ, როცა ტერორისტებს ამგვარი შეზღუდვები არ აქვთ", - თქვა ზელენსკიმ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG