საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, დროებითი ექსპოზიციისას გარედან შეტანილ რამდენიმე ექსპონატზე მწერები აღმოჩნდა. მუზეუმი ამით ეხმაურება ტელეკომპანია "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გალერეაში ექსპონატებზე ბაღლინჯოები აღმოაჩინეს.
აშშ-ის საელჩო განმარტავს, რომ საქართველოში ამერიკელი პოლიტიკოსების, სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტისას განხილვის თემა არ ყოფილა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სოციალურ შემწეობას იღებდა ზუგდიდში, მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები ის ოჯახი, რომლის ორი წევრიც ძლიერმა ხანძარმა იმსხვერპლა. ოჯახისთვის გაცემული შემწეობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უწყების პრესსამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.
როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის ჯარები სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდიან, რისი მიზეზიცაა რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურის დაბომბვა, ვითარებას ართულებს დიდი სიცხე. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა იტყობინება 13 აგვისტოს ანგარიშში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომა. ის არის „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც ბრალად ედება პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება და ქვის სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავება. მას შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჩამოტვირთე მეტი