Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალი სირსკი: უკრაინა კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს


უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი. ხარკოვის ოლქი, 12 იანვარი, 2024.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ოლექსანდრ სირსკი. ხარკოვის ოლქი, 12 იანვარი, 2024.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოახსენა, რომ უკრაინა რუსეთის კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ დაწერა თავის ოფიციალურ არხში ტელეგრამზე. მან გამოაქვეყნა სირსკისთან ვიდეოჩართვისას საუბარი, რომლის დროსაც მთავარსარდალმა მას ანგარიში ჩააბარა ფრონტზე არსებული ვითარებისა და კურსკის ოლქში უკრაინის ჯარების წინსვლის შესახებ.

„მიუხედავად რთული, ინტენსიური ბრძოლებისა, კურსკის ოლქში ჩვენი ძალების წინსვლა გრძელდება, ჩვენი სახელმწიფოსთვის ივსება გადასაცვლელი ფონდი,“ დაწერა ზელენსკიმ და უკრაინის სამხედროებს მადლობა გადაუხადა გმირული სამსახურისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოლქის იმ 74 დასახლებულ პუნქტში, რომლებიც უკრაინის კონტროლქვეშაა, მიმდინარეობს შემოწმება და სტაბილიზაციის ღონისძიებები.

ამ ტერიტორიებისთვის გრძელდება ჰუმანიტარულ გადაწყვეტილებებზე მუშაობა, დასძინა ზელენსკიმ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG