უკრაინის დონეცკის რეგიონის საოლქო პროკურატურა ადასტურებს, რომ 25 აგვისტოს ქალაქ კრამატორსკის სასტუმრო "საფირის" ნანგრევებში იპოვეს ბრიტანეთის მოქალაქის ცხედარი. სასტუმროს შენობა 24 აგვისტოს მოექცა რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის ქვეშ.
რუსეთის ძალებმა საჰაერო იერიში განახორციელეს ქალაქ სუმის შემოგარენზე, დარტყმის ქვეშ მოექცა კერძო საცხოვრებელი სექტორი და ერთი მრავალბინიანი სახლი - იუწყებიან სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციიდან.
ისრაელმა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულმა ჰეზბოლამ 25 აგვისტოს გაცვალეს ინტენსიური სარაკეტო ცეცხლი, თუმცა შემდეგ მიანიშნეს, რომ არ სურთ კონფლიქტის ესკალაცია.
უკრაინის დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში, გასულ ღამით რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სასტუმროს შენობა, დაშავებული არიან რამდენიმე ქვეყნის ჟურნალისტები - ამ ცნობას ავრცელებს დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი.
რომის პაპმა ფრანცისკემ 25 აგვისტოს დაგმო კიევის ნაბიჯი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების მქონე რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას უკრაინაში.
ჩამოტვირთე მეტი