Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის განცხადებით, პრევენციულმა დარტყმამ აღკვეთა "ათასობით" რაკეტა ჰეზბოლას მხრიდან


ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პრევენციულმა დარტყმებმა - რომლებიც განხორციელდა სამხრეთ ლიბანში, აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰეზბოლას სამიზნეებზე - ჰეზბოლას საშუალება არ მისცა, ესროლა "ათასობით რაკეტა".

ჰეზბოლამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ რაკეტების და დრონების რიგი გაუშვა ისრაელში მდებარე სამიზნეებზე, მას მერე, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პრევენციული დარტყმები განახორციელეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, 100-მდე საბრძოლო თვითმფრინავმა გაანადგურა ჰეზბოლას ათასობით სარაკეტო დანადგარი, რომლებიც ჩრდილოეთ და ცენტრალური ისრაელის მიმართულებით "დაუყოვნებელი ცეცხლისთვის" იყო მზად.

ჰეზბოლა გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ეს თავდასხმა იყო შურისძიების "პირველი ფაზა" ჯგუფის მეთაურის, ფუად შუკრის მოკვლის გამო. ჰეზბოლა აცხადებს, რომ ოპერაცია "წარმატებით დასრულდა".

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა 48 საათის განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG