Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრამატორსკში დარტყმა განხორციელდა სასტუმროზე, დაშავდნენ Reuters-ის ჟურნალისტები


უკრაინელი მაშველები რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული სასტუმროს შენობაში. კრამატორსკი. 2024 წლის 25 აგვისტო
უკრაინელი მაშველები რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული სასტუმროს შენობაში. კრამატორსკი. 2024 წლის 25 აგვისტო

უკრაინის დონეცკის რეგიონის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ კრამატორსკში, გასულ ღამით რუსეთის მხრიდან განხორციელებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა სასტუმროს შენობა, დაშავებული არიან რამდენიმე ქვეყნის ჟურნალისტები - ამ ცნობას ავრცელებს დონეცკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი.

სააგენტო Reuters-ი მოგვიანებით იუწყებოდა, რომ სასტუმრო "საფირში" მისი თანამშრომლები ცხოვრობდნენ, ექვსი პირი. მათგან ოთხი დაიჭრა, აქედან ორი საავადმყოფოში მოხვდა. სააგენტოს კიდევ ერთი კორესპონდენტი დაკარგულია, ის, შესაძლოა, ნანგრევებში იყოს მოყოლილი. ჟურნალისტების სახელებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ, იუწყებიან, რომ საქმე ეხება აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, ლატვიისა და უკრაინის მოქალაქეებს.

სასტუმროს ორსართულიანი შენობა ნაწილობრივ დანგრეულია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, დარტყმა, როგორც ჩანს, განხორციელდა რუსეთის Iskander-M-ის ტიპის რაკეტით.

რუსეთის სამხედრო უწყებებს ამ ცნობებზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG