"არცერთი ქრისტიანული ეკლესია არ შეიძლება აიკრძალოს, პირდაპირ ან ირიბად. ეკლესიებს არავინ უნდა შეეხოს", - თქვა პაპმა ყოველკვირეულ ლოცვაში.
"როცა ვფიქრობ უკრაინაში ახლახან მიღებულ კანონზე, მე ვშიშობ მათ თავისუფლებაზე, ვინც ლოცულობს", - თქვა ფრანცისკემ.
"ადამიანი ლოცვით ბოროტებას არ სჩადის. თუკი ვინმე თავისი ხალხის მიმართ სჩადის ბოროტებას, იგი დამნაშავეა. მაგრამ მას არ შეიძლება ლოცვით ჰქონდეს გაკეთებული რაიმე ცუდი", - უთხრა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს ხელი მოაწერა და კანონად აქცია კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის მქონე რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას უკრაინაში.
ფორუმი