Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ხელი მოაწერა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის მქონე ორგანიზაციათა აკრძალვის კანონს


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს ხელი მოაწერა და კანონად აქცია კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირის მქონე რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვას უკრაინაში.

სხვა პირობებთან ერთად, კანონის თანახმად, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია ფლობდეს ან მონაწილეობდეს უკრაინაში რეგისტრირებულ იურიდიულ უწყებებში.

უკრაინაში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებს ცხრა თვის ვადა მიეცათ რუსეთთან დაკავშირებულ უწყებებთან კავშირის გასაწყვეტად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG