აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული პალესტინური ჯგუფის, ჰამასის შეიარაღებული დანაყოფი 25 აგვისტოს აცხადებს, რომ თელ-ავივს ესროლა M90-ის ტიპის რაკეტა, რაც პასუხია "ისრაელის მხრიდან სამოქალაქო პირების ხოცვაზე".
ისრაელის არმიის განცხადებით, რაკეტა დაეცა "ღია სივრცეში", ცენტრალური ისრაელის ქალაქ რიშონ-ლე-ციონში.
"რიშონ-ლე-ციონში სირენის ჩართვის შემდეგ, ამოცნობილ იქნა ერთი ჭურვი, რომელიც შემოვიდა ღაზის სექტორის სამხრეთიდან და დაეცა ქალაქის ღია სივრცეში", - აცხადებს ისრაელის არმია.
ფორუმი