Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა კვლავ გამოუხატა მხარდაჭერა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას


პალესტინური ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. სოჭი, 11 მაისი, 2017.
პალესტინური ავტონომიის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. სოჭი, 11 მაისი, 2017.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განმეორებით გამოუხატა მხარდაჭერა პალესტინის სახელმწიფოებრიობას. ამის თაობაზე მან 13 აგვისტოს გააკეთა განცხადება მოსკოვის მახლობლად, ნოვო-ოგარიოვოში, სადაც გაიმართა მისი მოლაპარაკებები პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან.

პუტინის თქმით, მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებს.

„ჩვენ ვფიქრობთ რეგიონში ხანგრძლივი, სანდო და სტაბილური მშვიდობის დამყარებაზე. გაეროს ყველა გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს და პირველ რიგში უნდა შეიქმნას პალესტინის სრულფასოვანი სახელმწიფო,“ თქვა პუტინმა მოლაპარაკებების დაწყებისას.

აბასმა რუსეთს მადლობა გადაუხადა პალესტინელთა მხარდაჭერისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG