Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მთავრობა რამდენიმე ელჩს თანამდებობიდან ათავისუფლებს

მთავრობა რამდენიმე ელჩს თანამდებობიდან ათავისუფლებს


საქართველოს მთავრობამ დღეს, 26 აგვისტოს, რამდენიმე ელჩის გათავისუფლების განკარგულება გამოსცა. უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს ქვეყნის წარმომადგენელი ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. პოსტს დატოვებენ ასევე საქართველოს წარმომადგენლები ნატოსა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში და სხვ.

ერთ დღეს ოთხი ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მთავრობაში მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების უფლებამოსილების ვადის ამოწურვით ხსნის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG