Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი და ჰარისი პირველად იმოგზაურებენ ერთად მას მერე, რაც პრეზიდენტი არჩევნებს გამოეთიშა


ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი თეთრი სახლის ვარდების ბაღში. 13 მაისი, 2021 წელი. 15 აგვისტოს ისინი პირველად ჩავლენ ერთად მერილენდში, სადაც ეკონომიკის სფეროში განცხადებით გამოვლენ.
ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი თეთრი სახლის ვარდების ბაღში. 13 მაისი, 2021 წელი. 15 აგვისტოს ისინი პირველად ჩავლენ ერთად მერილენდში, სადაც ეკონომიკის სფეროში განცხადებით გამოვლენ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი 15 აგვისტოს პირველად იმოგზაურებენ ერთად მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი გამოეთიშა 2024 წლის საარჩევნო კამპანიას.

ისინი გამოვლენ მნიშვნელოვანი ეკონომიკური განცხადებით, რომელმაც უნდა გააძლიეროს ჰარისის იმედი, მოხვდეს თეთრ სახლში.

AFP-ის ინფორმაციით, 81 წლის ბაიდენი და 59 წლის ჰარისი მერილენდში, ვაშინგტონთან ახლოს, საზოგადოებას ერთიანობას დაუდასტურებენ.

სამ კვირაზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც დემოკრატიული პარტიის სიაში ჯო ბაიდენი კამალა ჰარისმა შეცვალა. მისი მეტოქე ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება რესპუბლიკელი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG