Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და რუსეთი კურსკის ოლქში ცხარე ბრძოლების ფონზე წარმატებაზე იტყობინებიან


უკრაინამ ტყვედ ჩაიგდო 102 რუსი ჯარისკაცი კურსკის ოლქში, აცნობა რადიო თავისუფლებას უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმირებულმა წყარომ.

ეს ინფორმაცია ერთია იმ მრავალ ურთიერთგამომრიცხავ ცნობას შორის, რომლებსაც ორივე მხარე ავრცელებს რუსეთის დასავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედების შესახებ.

„ეს არის უკრაინის უშიშროების ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგი“, - განაცხადა წყარომ წინა დღეს.

Telegram-არხი, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან არის დაკავშირებული, იტყობინებოდა, რომ 14 აგვისტოს „ასზე მეტი რუსი“ ჩაბარდა ტყვედ მას მერე, რაც ისინი „მეთაურებმა მიატოვეს.“

არ არის ცხადი, ეხება თუ არა საქმე რუსეთის ჯარისკაცების ერთსა და იმავე ჯგუფს.

უკრაინის სამხედრო მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირკიმ განაცხადა, რომ იქმნება კურსკის ოლქის იმ არეალების სამხედრო კომენდატურა, რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს.

კომენდატურის ამოცანაა, უზრუნველყოს სამოქალაქო მოსახლეობის წესრიგი და უსაფრთხოება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG