30 ოლქიდან 22-ში დელეგატები იქნებიან:
მოქმედი დეპუტატები:
- დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
- ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
- ირაკლი შატაკიშვილი - რუსთავისა და გარდაბნის სოფლები;
- ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბანი;
- ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი;
- სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა;
- დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთა-მთიანეთი;
- ზაალ დუგლაძე - ხაშური-ქარელი;
- ზაზა ლომინაძე - ქუთაისი;
- გივი ჭიჭინაძე - წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი;
- პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;
- გიორგი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკი;
- ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;
- გოჩა ენუქიძე - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი;
- ანზორ ბოლქვაძე - ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო.
საჯარო მოხელეები:
- დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მერი) - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა;
- ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მერი) - გორი-კასპი;
- ზვიად შალამბერიძე (გუბერნატორი) - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;
- დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე) - ზუგდიდი.
ბიზნესმენები:
- ილია ინჯია - მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;
- გია ჭყონია - ქობულეთი.
სხვა:
- არჩილ ბერიძე („ალილოს„ სოლისტი, მუსიკოსი) - ბათუმი.
„ყველა დელეგატი „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი გამსვლელ ადგილზე. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში უკლებლივ ყველა ქალაქს და რეგიონს ეყოლება თავისი წარმომადგენელი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატების უმრავლესობაც მოხვდება 2024 წლის საპარლამენტო სიაში.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოსახვედრად პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება.
ფორუმი