Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია აცხადებს, რომ "სრულად უერთგულებს" უკრაინისთვის დახმარების მიწოდების პირობას


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინისთვის განკუთვნილი Leopard 1A5 ტიპის ტანკი. გერმანია, 2023 წლის მაისი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინისთვის განკუთვნილი Leopard 1A5 ტიპის ტანკი. გერმანია, 2023 წლის მაისი

გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა 19 აგვისტოს განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის საჭირო დახმარების მიწოდებას, რათა მხარი დაუჭიროს მის ტერიტორიაზე შეჭრილი რუსეთის ძალების მოგერიებაში - მიუხედავად გეგმებისა, 2025 წელს განახევრდეს კიევის დახმარების ბიუჯეტი.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ დახმარებას ვამცირებთ, უბრალოდ არაზუსტია", - უთხრა ჟურნალისტებს მთავრობის პრესმდივანმა ვოლფგანგ ბიუხნერმა და დასძინა, რომ გერმანია "სრულად უერთგულებს" პირობას, დაეხმაროს უკრაინას მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ბოლო ვერსია ითვალისწინებს 4 მილიარდ ევროს უკრაინისთვის, მაშინ, როცა 2024 წელს ეს თანხა 8 მილიარდამდე ევროს შეადგენდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG