ლაპარაკია "მტრულად განწყობილ უცხოელთა აქტზე", რომელიც აშშ-ის კონგრესმა 1798 წელს მიიღო საფრანგეთთან ომის მოლოდინში. კანონი უფლებას აძლევს ვაშინგტონს, სასამართლოს განჩინების გარეშე დააკავოს და ქვეყნიდან გააძევოს ამერიკასთან ომში მყოფი ქვეყნების მოქალაქეები.
კანონი ოფიციალურად არ გაუქმებულა, მაგრამ ის იშვიათად გამოიყენებოდა ამერიკის ისტორიაში და ისიც მხოლოდ სხვა სახელმწიფოებთან ომების დროს.
როგორც BBC-ი იუწყება, სასამართლომ დააკმაყოფილა ტრამპის მოთხოვნა და გააუქმა ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც შეაჩერა იმ უცხოელების დეპორტაცია, რომლებიც ვენესუელურ დანაშაულებრივ დაჯგუფება Tren de Aragua-სთან კავშირში იყვნენ ეჭვმიტანილები. გადაწყვეტილებას მხარი ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა, ოთხის წინააღმდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლი ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას გამარჯვებას უწოდებს, ის შუალედურია და ძალაში დარჩება მანამდე, ვიდრე მიმდინარეობს იმ ვენესუელელების სარჩელის განხილვა, რომლებიც დეპორტაციის საფრთხის ქვეშ არიან. ამავე დროს, მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ მათ, ვინც დეპორტაციას ექვემდებარება, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გაასაჩივრონ შეერთებული შტატებიდან მათი გაძევების გადაწყვეტილება.
მარტის შუა რიცხვებში, კოლუმბიის ოლქის სასამართლომ გადაწყვიტა, "მტრულად განწყობილ უცხოელთა აქტის" გამოყენების დასაშვებობის შესახებ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, შეეწყვიტა ქვეყნიდან იმ მიგრანტების მასობრივი დეპორტაცია, რომელსაც ხელისუფლება ვენესუელურ დაჯგუფება Tren de Aragua-სთან კავშირში ეჭვმიტანილად მიიჩნევს.
15 მარტს სალვადორში გააძევეს ათობით ადამიანი, რომლებსაც არ მიეცათ შესაძლებლობა დაემტკიცებინათ, რომ ისინი არ იყვნენ ბანდების წევრები, თვითმფრინავი, რომელზეც ვენესუელის 200-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა, სალვადორში დაეშვა სულ რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციას თვითმფრინავის უკან დაბრუნება მოსთხოვა. სალვადორში დეპორტირებული ვენესუელელები Cecot-ის ციხეში გადაიყვანეს.
დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ დეპორტირებული მიგრანტები დაჯგუფება Tren de Araguas-ის წევრები არიან, რომელიც, მისი სიტყვებით, ფაქტობრივად, შეერთებულ შტატებთან ომში იმყოფებიან. ასევე დეპორტირებულთა შორის იყვნენ მიგრანტები, რომლებსაც აშშ-ის ხელისუფლების ეჭვით, საერთაშორისო კრიმინალურ ჯგუფთან MS-13-თან უნდა ჰქონდეთ კავშირი. მაგრამ საიმიგრაციო პოლიციამ (ICE) თავად აღიარა სასამართლოებში, რომ დეპორტირებულთა შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონიათ ნასამართლობა. ზოგიერთმა ნათესავმა BBC-ის უთხრა, რომ ისინი არაფერში იყვნენ დამნაშავეები და არაფერი ჰქონდათ საერთო ამ ჯგუფებთან.
ფორუმი