უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ძალები მიზნებს აღწევენ კურსკში, მოსკოვი კი ადასტურებს, რომ რუსეთის ამ რეგიონში დაზიანებულია მესამე ხიდი.
ანალიტიკოსების თქმით, მდინარე სეიმზე ხიდების განადგურებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინის ძალებისთვის, რათა კურსკზე შეტევა განავითარონ და მოსკოვს გაურთულონ ძალების გადასროლა მდინარის მარცხენა სანაპიროზე.
ზელენსკის ნათქვამი აქვს, რომ უკრაინის მთავარი მიზანია "გაანადგუროს რუსეთის რაც შეიძლება დიდი პოტენციალი და მაქსიმალურად აწარმოოს კონტრშეტევა", ბუფერული ზონის შესაქმნელად.
ფორუმი