აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელი დათანხმდა შეთანხმებას, რომლითაც უნდა მოგვარდეს უთანხმოებები, რომლებიც ხელს უშლის ცეცხლის შეწყვეტას და ღაზაში მძევლების გათავისუფლებას. იგი იმავე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს ჰამასს, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
ბლინკენი ამ განცხადებით გამოვიდა 19 აგვისტოს, მას მერე, რაც ორსაათ-ნახევრიანი შეხვედრა გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. სახელმწიფო მდივანი არ აკონკრეტებს, რამდენად ეხება ე.წ. "ხიდის" ფუნქციის შემსრულებელი წინადადება ჰამასის მიერ წამოყენებულ საკითხებს ან ისრაელის მოთხოვნას, კონტროლი ჰქონდეს ორ სტრატეგიულ დერეფანზე ღაზის ტერიტორიაზე, რაც ჰამასისთვის მიუღებელია.
აშშ, ეგვიპტე და კატარი თვეებია ცდილობენ შუამავლობას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემუშავებაში, თუმცა მოლაპარაკებები სისტემატურად აწყდებოდა წინაღობებს.
ფორუმი