შსს-ს ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარე ნაკრაში იპოვეს. საუბარია რუსეთის მოქალაქეზე, რომლის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობდა. მასზე და მის პარტნიორ ქალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა.
6 იანვარი ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღეა, გაუქმებულია გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში - აფხაზეთში გლოვობენ 5 იანვარს გალში ტრაგიკულად დაღუპულ დებს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. ისინი 6 დეკემბერს, 19:00 საათზე შეიკრიბნენ ტელევიზიის შენობასთან და კვლავ მოითხოვენ ეთერის დათმობას.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის საგარეო ჩარევასა და ამ კონტექსტში საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციაზე საუბრობს.
„ქართული ოცნების“ დელეგაციას გაუუქმეს მიწვევა პოლონეთში ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) სხდომაზე, რასაც პარტია აპროტესტებს.
ჩამოტვირთე მეტი