„ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი“ აუქმებს სპექტაკლებს, რომლებიც იანვარში უნდა გამართულიყო. ეს სპექტაკლებია „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“ და „მეფე ლირი“. თეატრის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ამის მიზეზია ამ თეატრის მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობა აცხადებს, რომ 5 იანვარს ოკუპირებულ გალში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ხუთი ბავშვის ბებიის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
თბილისში საშობაო მსვლელობა, „ალილო“, გაიმართა. ტრადიციულად, მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე შეიკრიბნენ და ფეხით მივიდნენ სამების საკათედრო ტაძრამდე.
საჯარო რეესტრმა „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელს არხის გენერალური დირექტორის, გიორგი გაბუნიას გადაყენების მოთხოვნა შეუჩერა. რეესტრმა მიიჩნია, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ამ ეტაპზე კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა.
ჩამოტვირთე მეტი