„ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ... იმედია, მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“, - წერია გამოქვეყნებულ ცნობაში.
„ახალი თეატრის“ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა პროევროპულ აქციებზე „ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მონაწილეობისა და საჯარო მოწოდების“ ბრალდებით.
„როგორც ჩანს, ეს დაკავება ხელისუფლების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების უსაფრთხოების გამო“, - წერდა კინოაკადემია მსახიობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 დეკემბერს ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში. 2024 წლის 29 ნოემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას“, - თქვა საქმის პროკურორმა მასზე საუბრისას.
ანდრო ჭიჭინაძე იმ პროტესტის მონაწილეა, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში თვეზე მეტია მიმდინარეობს. ხალხის მღელვარებას საფუძვლად უდევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საპროტესტო აქციების ფარგლებში დააკავეს 500-მდე ადამიანი. მათგან ათობით ადამიანს ცემისა და ძალადობის კვალი აღენიშნებოდა.
დაკავებული დემონსტრანტებიდან 40-ზე მეტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.
ფორუმი