Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრენლანდიის შესახებ ტრამპის განცხადებების ფონზე დანიის მეფემ გერბი შეცვალა


გერბის ძველი (მარცხნივ) და ახალი (მარჯვნივ) ვარიანტები
გერბის ძველი (მარცხნივ) და ახალი (მარჯვნივ) ვარიანტები

დანიის მეფე ფრედერიკ მეათემ გასულ წელს სამეფოს გერბის, დანიის ერთ-ერთი სახელმწიფო სიმბოლოს, შეცვლის განკარგულება გამოსცა.

გერბის ახალ ვერსიაში დიდი ყურადღება ეთმობა დანიის სამეფოს ავტონომიური რეგიონების - ფარერის კუნძულებისა და გრენლანდიის სიმბოლოებს. ბრიტანულ გაზეთ "გარდიანის" ცნობით, გერბის ცვლილება მოხდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო განცხადებების ფონზე. კერძოდ, ტრამპს სურს კუნძულ გრენლანდიის ყიდვა. მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული, ტრამპის თანახმად, უკიდურესად მნიშვნელოვანია აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დანიის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ უარს არ იტყვის გრენლანდიის სუვერენიტეტზე.

"გარდიანის" მიერ ციტირებული ისტორიკოსები და პოლიტოლოგები გერბიდან სამი გვირგვინის ამოღების გადაწყვეტილებას (შვედეთის ეროვნული სიმბოლო, რომლის გამოყენების უფლება დანიის სამეფოსაც ჰქონდა) სენსაციას უწოდებენ და მეფის გადაწყვეტილებას უკავშირებენ ტრამპის პრეტენზიებს გრენლანდიის მიმართ. თავის საახალწლო მიმართვაში დანიის მეფემ ასევე დიდი ყურადღება დაუთმო სამეფოს ერთიანობას.
თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა წინადადებით, გაიხსნას საკონსულო გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკეში.

აშშ-ს გრენლანდიაზე აქვს 1951 წელს დაფუძნებული სამხედრო საჰაერო ბაზა, "ტულე", რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა "ცივი ომის" დროს აშშ-ის საჰაერო თავდაცვის საქმეში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG