Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის ცნობით, ინდონეზია ოფიციალურად გახდა BRICS-ის წევრი


ფოტო არქივიდან. დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული ინდონეზიაში
ფოტო არქივიდან. დამოუკიდებლობის დღის დღესასწაული ინდონეზიაში

ინდონეზია ოფიციალურად გახდა BRICS-ის წევრი - ეკონომიკური ბლოკის, რომელიც 2009 წელს შექმნეს რუსეთმა, ბრაზილიამ, ინდოეთმა და ჩინეთმა. ეს განცხადება 6 იანვარს გააკეთა ბრაზილიის მთავრობამ - მიმდინარე წელს ბრაზილიაა BRICS-ის მორიგე თავმჯდომარე სახელმწიფო.

BRICS-ში გაწევრიანების მზადყოფნა ჯაკარტამ ოქტომბერში გამოთქვა რუსეთში, ყაზანში გამართულ სამიტზე. მოსახლეობის რიცხოვნობის მხრივ ინდონეზია მსოფლიოში მეოთხე ქვეყანაა, მაგრამ მისი ეკონომიკა ამჟამად უმსხვილესი ეკონომიკების ათეულშიც არ შედის.

ინდონეზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ორგანიზაციაში სრული წევრის სტატუსი მიიღო. იანვრიდან BRICS-ის პარტნიორები გახდნენ მალაიზია და ტაილანდი, უწინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიაც ამ სტატუსს მიიღებდა.

ჯაკარტას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG