18 იანვარს ზანდუკელის ქუჩაზე დაკავებული რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სამართალდამრღვევებად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით ორივე მათგანს 2200-2200 ლარი დააკისრა.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ასრულებს სახალხო დამცველის ფუნქციებს და არ იზიარებს მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას. ჟურნალისტების კითხვებს მან უპასუხა გორში სოციალური საცხოვრისის მონახულების შემდეგ.
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი საპატიმროში საკვებს არ იღებს. პატიმრობაში მყოფი მედიამენეჯერის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკეს.
ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის ადვოკატები მათი შეწყალების თხოვნით მიხეილ ყაველაშვილს მიმართავენ.
ჩამოტვირთე მეტი