2025 წლის 14 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია - და შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს ცნობით, აბუ-დაბიში „ინციდენტში დაფიქსირებული პირები“ გამოკითხვაზე იმყოფებიან.
„ყველას უფლებებს ზედმიწევნით ვიცავთ“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გიორგი ჯანჯღავამ აბუ-დაბიში 13 იანვარს მომხდარი ინციდენტის შემდეგ.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით სამართალდამრღვევებად მიიჩნია პროევროპული აქციის მონაწილეები, ცაბუნია ვართაგავა და კერენ ესებუა.
რესტორან "ბაბილოსთან" პროევროპულ აქციაზე დაკავებულ შვიდ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის დააკავეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს, მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჩამოტვირთე მეტი