„ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ“, - ეს წარწერა გამოჩნდა გაფიცული ტელევიზიების ეკრანებსა და ონლაინმედიის ვებსაიტებზე.
წინასწარი შეთანხმებით, გაფიცვას უერთდებიან:
- "ფორმულა";
- "ტვ პირველი";
- "მთავარი არხი";
- "ტვ პალიტრა";
- "ტვ კავკასია";
- BMG;
- "ნეტგაზეთი";
- "ბათუმელები";
- "პუბლიკა";
- "ინდიგო";
- "ჯემნიუსი";
- "სტუდია მონიტორი";
- "მთის ამბები /საქართველოს ამბები";
- "მედიაჩეკერი";
- Chai Khana;
- "ტაბულა";
- On.ge;
- OC Media;
- "მედია აპრილი";
- Civil.ge;
- "პროექტი 64";
- "რეალპოლიტიკა";
- "რადიო მარნეული";
- Qartli.ge;
- "აი, ფაქტი";
- "მაუწყებელი";
- TOK TV;
- "ფორბს-საქართველო";
- "სამხრეთის კარიბჭე";
- "აგროგარემო TV";
- "ოდიში TV";
- "რადიო ოდიში";
- "იმერვიზია TV";
- "გურია TV";
- "მეცხრე ტალღა";
- JRC;
- "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი" - GARB;
- "აქცენტი";
- "აჭარა თაიმსი";
- TV 25;
- „TV მონიტორინგი“;
- „ჩემი ხარაგაული“;
- CNews Exclusive.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.
აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს: „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ბათუმის პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, - წერია განცხადებაში.
48-ე დღეა, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.
ფორუმი