“სტიკერის ასფალტზე გაკვრის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები. არაფრის გამო. გუშინდელი რეპრესიები დღესაც გრძელდება", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ციალა ქათამიძემ.
12 იანვარს თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმში დაკავებულ მზია ამაღლობელს, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს.
აბუ-დაბიში მყოფი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ზარქუა სოციალური ქსელით გამოეხმაურა ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ასახულია მისი და ვიდეოს ავტორის, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილის სიტყვიერი დაპირისპირება.
ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. იქ შეკრებილები მოითხოვენ იმ თანამებრძოლების გათავისუფლებას, რომლებიც პოლიციამ 11 იანვარს, ღამით დააკავა.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოში“ მიმდინარეობს მოსამართლეების კორპორაციული წვეულება, რესტორნის წინ კი საპროტესტო აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლები, რომლებსაც გაშლილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“
ყვარელში ასწლოვანი ხეების მოჭრაზე მოკვლევა დაიწყო გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თელავის სამმართველომ, რომლის თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მოჭრილი ხეების აღრიცხვას აწარმოებენ.
ჩამოტვირთე მეტი