აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკვე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე უარის თქმას, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობას და ახალი არჩევნების მოთხოვნას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11-ვე ბრალდებული, რომელთა საქმეებსაც ის განიხილავს. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილებოდა. მან პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა.
პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს უთხრა, რომ პროცესი, რომელიც მის ირგვლივაა, „აბსურდია“.
პროევროპული აქციების გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული რევაზ კიკნაძე თავს უსამართლოდ დაკავებულად მიიჩნევს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მან უთხრა, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს.
ჩამოტვირთე მეტი