"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის მეორედ დაკავებას ულოცავს და აცხადებს, რომ ტრამპის მმართველობამ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას უნდა შეუწყოს ხელი.
"გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავებას. მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები. წარმატებებს გისურვებთ ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე", - წერს ის პლატფორმა X-ზე.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის როტონდაში გაიმართა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არ მიიწვიეს. ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 9 იანვარს დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას.
ინაუგურაციას დაესწრო მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.
ფორუმი