Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქის მოსახლეობამ პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართა


ქალაქ სუჯის მცხოვრებთა მიტინგი
ქალაქ სუჯის მცხოვრებთა მიტინგი

18 იანვარს კურსკის ოლქის სუჯანსკის, კორენევსკის და ბოლშესოლდატსკეს რაიონების რამდენიმე ათეული მაცხოვრებელი კურსკის ცენტრალურ მოედანზე მივიდა, რათა გამოეხატათ თავიანთი უკმაყოფილება ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით და მოეთხოვათ საბინაო პრობლემების გადაწყვეტა.

იძულებით ადგილნაცვალი პირები, რომლებმაც თავიანთი სახლები უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისა და რეგიონში საგანგებო რეჟიმის გამო დატოვეს, საბინაო სერტიფიკატების გაცემის შეფერხებასა და შემოდგომის შემდეგ ფინანსური დახმარების არარსებობაზე საუბრობდნენ.

აქციის მონაწილეებს რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ხინშტეინი შეხვდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის შენიშვნის საპასუხოდ, რომ ხალხი "უსახლკაროდ დარჩა", ოფიციალური პირი დაჰპირდა მათ, რომ ყველა მიიღებდა საბინაო სერტიფიკატებს.

ამასთან უკმაყოფილო აუდიტორიასთან საუბარში, ხინშტეინმა, ბრალი დასდო რეგიონულ ჩინოვნიკებს, მიანიშნა კორუფციულ სქემებისა და მმართველობაში სერიოზული პრობლემების არსებობაზე. კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის შესახებ მასალები სამართალდამცავ ორგანოებს უკვე გადაეცა.

კურსკის ოლქში ბრძოლა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლა 2024 წლის აგვისტოდან გრძელდება. ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების გამო გასული წლის ბოლოს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ყოფილი გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი და მის ნაცვლად რეგიონის დროებით გუბერნატორად ალექსანდრ ხინშტეინი დანიშნა.

გასულ წელს რეგიონმა მიიღო 60 მილიარდ რუბლზე მეტი დახმარება, მაგრამ თანხების გამოყოფის შეფერხება და ბიუროკრატიული ბარიერები კვლავ იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG