შარშან ცოტა სხვანაირი, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან სიმბოლური და მართალი რამ მოხდა: მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა 17 წლის გოგონას, რომელსაც ყველა და ყველაფერი, პატარაობიდან მოყოლებული, ხელს უშლიდა იმაში, რომ განათლება მიეღო, ის კი არაფერს ეპუებოდა და მაინც სწავლობდა.