ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის წესს ამკაცრებს.
საქართველოს მთავრობა ეძებს ავიაკმპანიას, რომელიც ქვეყნის შიგნით იფრენს და მზადაა, მას 23 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადოს.
„ბიზნესმენი ჰალსტუხის გარეშე“, მილიარდერი შავი სვიტერით, ჯინსებითა და წითელი ბოტასებით“, „ახალი ჯობსი“ - ასე აღწერენ ხოლლმე ჟურნალისტები ყაზახეთში მცხოვრებ ქართველ მილიარდერს, მიხეილ ლომთაძეს, რომელმაც ფორბსის 2024 წლის რეიტინგის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო.
წლის დასაწყისში საქართველოს მთლიანი ექსპორტი [მათ შორის რეექსპორტიც შედის] 12%-ით, ხოლო ადგილობრივი [რეექსპორტის გარეშე] - 25%-ით შემცირდა.
საქართველოზე გამავალი ბაქო-სუფსის მილსადენი შესაძლოა ყაზახეთმა საკუთარი ნავთობის გასატარებლად გამოიყენოს. ეს გეგმა შეცვლის როგორც ეკონომიკურ, ასევე გეოპოლიტიკურ წონასწორობას საქართველოსა და რეგიონში.
რუსეთი ღვინოზე აქციზს ასამმაგებს. ქართული ღვინის ამ ყველაზე დიდ ბაზარზე მომხდარი ცვლილება, ერთი მხრივ, მოთხოვნის შემცირების მიზეზი ხდება, მეორე მხრივ კი - სტიმული ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე ყველაზე იაფი და უხარისხო ქართული პროდუქცია იყიდება.
საქართველოს ბანკის ჯგუფი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გარიგებას დებს და სომხეთის წამყვანი ბანკის აქციების 100%-ს ყიდულობს. 300-მლნდოლარიანი გარიგება დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს არა მარტო ორი მეზობელი ქვეყნის ბანკებსა და საფინანსო სისტემაზე, არამედ რეგიონში გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც.
აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველომ 1.5 მლნ ტურისტი და 400 მლნ დოლარი დაკარგა - ასეთია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შეფასება.
დათომ ახლად ჩამოყვანილი, სულ რაღაც 3 წლის მანქანის განბაჟება ვერ მოახერხა. და არა იმიტომ, რომ მისი მანქანა სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში ვერ ადგენენ ამას. ამ სტატიაში გიხსნით, რატომ არის ეს არა მხოლოდ დათოს, არამედ ყველას პრობლემა, მათ შორის მათიც, ვინც ფეხით დადის.
ჩამოტვირთე მეტი