სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია უკვე 16-ჯერ დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარით. მისი ჯარიმების საერთო ჯამი 80 000 ლარია, თუმცა ნიკა ნარსია ამ თანხის გადახდას არ აპირებს. არც აქციებზე სიარულის შეწყვეტას. პოლიცია ხან მასთან მიდის სახლში საჯარიმო ქვითრით, ხან ურეკავენ და ისე აჯარიმებენ.
„მამაჩემი შვილიშვილებზე ოცნებობდა. ოცნება ვერ შევუსრულე, მაგრამ მე დავბადე ია ფარულავაო“ - გვითხრა „შვილის“ ახალი სერიის გმირმა, როცა მამის, მოქანდაკე ოთარ ფარულავას შესახებ ვკითხეთ.
რადიო თავისუფლებამ ბოიკოტში ჩართული სამი უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვა, გადაეღოთ თავიანთი პროტესტის 24 საათი - როგორია ცხოვრება უნივერსიტეტის კედლებში.
პარლამენტთან უწყვეტ აქციაზე პაუზის შემდეგ ლაზერები დაბრუნდა. ლაზერით მინათებული ტექსტები სიტყვით გამოსვლების ერთგვარი ალტერნატივაა - ასე იქმნება "ხმაური" საუბრის გარეშე
ლაშა ჩხვიმიანის შიმშილობა სოლიდარობისთვის - აქცია დმანისის ცენტრში პროტესტის უკიდურესი ფორმიდან ერთი კვირის თავზე. ადგილობრივი მხარდამჭერების თქმით, ეს იყო უპრეცედენტო დემონსტრაცია პატარა ქალაქში, სადაც პროტესტის ხმა ნაკლებად ისმის.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ პოლიციელები მისცვივდნენ და ურტყეს მანქანას, რომელმაც სოლიდარობა გამოხატა აქციის მონაწილეების მიმართ. თათუშა რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რას ხედავდა და გრძნობდა მაშინ, როცა შიგნიდან უყურებდა პოლიციელებს, როგორ ურტყამდნენ გამეტებით მანქანის ფანჯრებს
28 დღეა, რაც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს უნივერსიტეტის ფოიეში ათენებენ
აქციებამდე ორი კვირით ადრე ქრისტიმ და ბარბიმ რუსთაველზე პატარა კაფე გახსნეს. თუმცა, მალევე კაფე თავის თავდაპირველ დანიშნულებას გასცდა და იქცა დემონსტრანტების დროებით თავშესაფრად
7 მარტს, ქართველმა კომედიანტმა და სცენარისტმა მიშა ანდღულაძემ პროკურატურას საჩივრით მიმართა და მოითხოვა, ჰააგაში მასზე მომხდარ თავდასხმაში დაზარალებულად ცნობა და უსაფრთხოების მიზნით, დაცვის დანიშვნა.
ასი დღეა რუსთაველი გადაკეტილია - ხალხით ივსება თბილისის მთავარი გამზირი - ადგილი, რომელიც წლებია ყველა პროტესტის მთავარი მიზიდულობის წერტილია.
ჩამოტვირთე მეტი