🛎 აქციებამდე ორი კვირით ადრე ქრისტიმ და ბარბიმ რუსთაველზე პატარა კაფე გახსნეს. თუმცა, მალევე კაფე თავის თავდაპირველ დანიშნულებას გასცდა და იქცა დემონსტრანტების დროებით თავშესაფრად. 👥 გოგოები სხვა მოხალისეებთან ერთად აქციების დაწყებამდე ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს, ხოლო დარბევისას, კაფის პატარა სივრცე ათეულობით ადამიანს აძლევდა უსაფრთხოების იმედს – კარის მიღმა, რომელიც მათთვის ერთადერთ დაცვას წარმოადგენდა. 💵 კაფის ფუნქციონირება მომხმარებლების დონაციებზეა დაფუძნებული – თანხა, რომლითაც საჭმელს, ცხელ სასმელებს და საჭირო ინვენტარს ყიდულობენ ისევ დემონსტრანტებისთვის. ქრისტი და ბარბი დარწმუნებულები არიან, რომ კაფე აქციების დასრულებამდე უნდა იარსებოს, რადგან, როგორც თავად ამბობენ, „ყველას წინა ხაზზე ყოფნა არ შეუძლია”, თუმცა პროტესტის მონაწილეების იქ ყოფნას გაამარტივებს იმის ცოდნა, რომ ზამთრის ცივ დღეებში ეგულებათ ადგილი, სადაც შეძლებენ ცხელი სასმელების, მცირედი საკვებისა და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხო თავშესაფრის მიღებას.
ქრისტის და ბარბის კაფე: პროტესტის კუთხე მათთვის, ვინც წინა ხაზზე დგას
ეპიზოდები
-
მარტი 11, 2025
16-ჯერ დაჯარიმებული
-
მარტი 11, 2025
შვილი: ია ფარულავა
-
მარტი 10, 2025
24 საათი ბოიკოტში მყოფ სტუდენტებთან
-
მარტი 10, 2025
ლაზერებით გამოხატული პროტესტი
-
მარტი 10, 2025
პროტესტი პატარა ქალაქიდან - შიმშილობა სოლიდარობისთვის
ფორუმი