Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ევროკავშირში მწვავედ გააკრიტიკეს პუტინი უკრაინაში "საერთაშორისო მმართველობის" წინადადებისთვის

ევროკავშირში მწვავედ გააკრიტიკეს პუტინი უკრაინაში "საერთაშორისო მმართველობის" წინადადებისთვის


ვლადიმირ პუტინი. მურმანსკი, 27 მარტი, 2025.
ვლადიმირ პუტინი. მურმანსკი, 27 მარტი, 2025.

ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა უარყვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადება, უკრაინაში „საერთაშორისო მმართველობა“ დამყარდეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს.

ეს იდეა პუტინმა იმით გაამართლა, რომ თითქოს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელისუფლება არალეგიტიმურია. არცერთ სხვა ქვეყანას არ უკავია მსგავსი პოზიცია.

ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის პრესმდივანმა ანიტა ჰიპერმა პუტინის მიერ გუშინ ნათქვამ სიტყვებს პროპაგანდა უწოდა.


„დაწვრილებით განვიხილავთ ფაქტებს, ფაქტები კი ისაა, რომ არის აგრესორი და არის უკრაინა, რომელიც არაფერს ავლენს მშვიდობისადმი კეთილი ნების გარდა,“ მოჰყავს ჰიპერის სიტყვები ესპანეთის სააგენტო Europa Press-ს.

მან პუტინს ასევე უწოდა „ბოროტმოქმედი, რომელიც სამხედრო დანაშაულებისთვის იძებნება“. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა ორდერი პუტინის დაპატიმრებაზე.

თავის მხრივ, ევროკომისიის წარმომადგენელმა პაულა პინიუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი „ლეგიტიმურად და დემოკრატიულად არჩეული ლიდერია“. ჯერჯერობით უკრაინელი ხალხი არ ითხოვს არჩევნებს, არავინ არ უნდა აყენებდეს მის წინადადებას“, თქვა პინიუმ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG