თვეზე მეტია, სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტების შენობების შესასვლელებშია შეკრებილი და პროტესტის ნიშნად არ ტოვებს იქაურობას. მათ პროტესტს რამდენიმე გზავნილი აქვს - სოლიდარობა ერთმანეთისა და აქციების დროს დაკავებულების მიმართ; ამასთან, გაფიცული სტუდენტები ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, დაკავებულების გათავისუფლებას და თავიანთი უნივერსიტეტების ადმინისტრაციების მიერ სოლიდარობის საჯაროდ დაფიქსირებას. მსგავსი პროტესტი 7 უნივერსიტეტში 1 თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო. თავდაპირველად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს ფოიე, შემდეგ კი მათ შეუერთდნენ თსუ-ს, სეუ-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. რადიო თავისუფლებამ ბოიკოტში ჩართული სამი უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვა, გადაეღოთ თავიანთი პროტესტის 24 საათი - როგორია ცხოვრება უნივერსიტეტის კედლებში.
24 საათი ბოიკოტში მყოფ სტუდენტებთან
ეპიზოდები
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან
-
მარტი 25, 2025
მაღაროელები თბილისში
-
მარტი 17, 2025
პროტესტი ტრანსპორტში ტრანსპარანტებით
ფორუმი