Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ასი დღე


პროტესტის ასი დღე
please wait

No media source currently available

0:00 0:23:00 0:00

ასი დღეა რუსთაველი გადაკეტილია - ხალხით ივსება თბილისის მთავარი გამზირი - ადგილი, რომელიც წლებია ყველა პროტესტის მთავარი მიზიდულობის წერტილია.

ასი დღეა რუსთაველი გადაკეტილია - ხალხით ივსება თბილისის მთავარი გამზირი - ადგილი, რომელიც წლებია ყველა პროტესტის მთავარი მიზიდულობის წერტილია.

2024 წლის ნოემბრის ბოლო დღეებიდან, ყოველ საღამოს, ყველანაირი ამინდში, ხალხი საპროტესტო აქციაზე გადის და ითხოვს ხელახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას და ამავე აქციებზე დაკავებული ადამიანების - როგორც მათ უწოდებენ, „რეჟიმის პატიმრების“, სულ 50-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლებას. ასი დღეა პროტესტის მონაწილეები ჯიუტად დგანან ქუჩაში - საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული ხმაურიანი მარში პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხს უერთდება და გამზირი იკეტება. პროტესტი ხან ძალიან ხალხმრავალია, ხან დემონსტრანტების რაოდენობა იკლებს, მაგრამ აქცია არ წყდება.

ზოგი ყოველდღე დადის, როგორც სამსახურში, ზოგი კვირაში რამდენჯერმე. უმრავლესობა გზის გადაკეტვისთვის არის დაჯარიმებული, მაგრამ პროტესტს არ წყვეტს. ქუჩაში დგანან პატიმრების დედები. აქციების დაწყებიდან 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და გაასამართლეს. 50-ზე მეტი სისხლით სამართლის მუხლით დაკავებული ადამიანი კი ამ დრომდე ციხეში რჩება.

ამ ვიდეოში, აქციებზე უწყვეტად მოსიარულე რამდენიმე ადამიანს ვთხოვეთ ამ ას დღეზე ეამბნა ჩვენთვის - რას ფიქრობენ ისინი ახლა - ამ ასი დღის შემდეგ მიზანთან უფრო ახლოს არიან თუ უფრო შორს? როგორი იყო ეს ასი დღე? ბევრია თუ ცოტა 100 დღე? რა ასწავლა და აჩვენა მათ ამ დღეებმა? რა ძალას გაჰყავს ისინი დღემდე ქუჩაში? თეონა, გოტა, ივა, სანდრო და ქეთი სწორედ ამაზე გვიყვებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG