ჩვენ წავიკითხეთ საარჩევნო სუბიექტის პროგრამები, შევისწავლეთ რას ჰპირდებიან ისინი პენსიონერებს და ეკონომისტებსაც ვკითხეთ, რამდენად სანდოა პოლიტიკოსების დაპირებები.
აზერბაიჯანში გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია COP29-მდე თვეზე სულ ოდნავ მეტია დარჩენილი. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები კი ერთმანეთის მიყოლებით ეჭვქვეშ აყენებენ ამ გადაწყვეტილების სისწორეს.
რუსეთი საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს. სახელმწიფო სათათბიროში (დუმაში) განიხილება რამდენიმე კანონპროექტი, რომელთა მიზანი არალეგალური მიგრანტებისათვის გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრებაა.
ხაშურში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 70-მდე სახლია. ეს არც ცენტრალური ქუჩაა და არც - ორღობე, დგას საავადმყოფო და ორიოდე მაღაზიაც. სახლები ძირითადად საბჭოთა კავშირის დროს არის აშენებული. ზოგი უკვე მიტოვებული და გავერანებულია.
უკანასკნელ ათწლეულში გატარებული არაერთი რეფორმის, კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიუხედავად, საქართველოში ისევ პრობლემად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია თუ სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობა ან არაეფექტიანი მუშაობა.
კრემლის პროპაგანდისტები დაუფარავი სიხარულით შეხვდნენ უკრაინაში ყოფილი რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის, უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლი ილდარ დადინის დაღუპვის ცნობას.
ერთი წლის წინ ისრაელმა ღაზის სექტორში წამოიწყო ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი დაბომბვის კამპანია თანამედროვე ისტორიაში.
ვორონეჟი, რიაზანი, პოტმა, ჩელიაბინსკი, პეტროპავლოვსკი და ბოლოს, ჯეზკაზგანი - სხვა ასობით ქალთან ერთად, სწორედ ეს გზა გაიარა რეპრესირებულმა ლიზიკო აბზიანიძემ გულაგისკენ და გადასახლებაში სულ რვა წელი გაატარა.
თბილისი იმ იშვიათ ქალაქებს შორისაა, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში დედაქალაქის სტატუსს ინარჩუნებენ. ის ბევრჯერ დაიპყრეს და დაანგრიეს. რამდენჯერმე გადაწვეს კიდეც.
როდესაც უფლებათა დამცველები რუსეთის კოლონიებსა და დროებითი დაკავების იზოლატორებში შექმნილ პირობებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან აიგივებენ, გულისხმობენ არა მხოლოდ ციხის პერსონალის სისასტიკესა და ინფრასტრუქტურას, არამედ საკვებსაც, რომლის მიღება წამება და პატიმრის ჯანმრთელობის გამოცდაა.
ჩამოტვირთე მეტი