ისრაელის გამანადგურებელი საჰაერო თავდასხმები ლიბანზე აღრმავებს ჰუმანიტარულ კრიზისს ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში, სადაც მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. ბეირუთში ათასობით ადამიანს სძინავს ზღვის პირას და ქუჩებში.
უცხოეთში მცხოვრებ დევნილებს, რომლებსაც რეგისტრაციის ადგილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ მითითებული და ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უფიქსირდებათ, არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა შეექმნათ.
რადიო თავისუფლების მიერ შედგენილი ომში დაღუპულთა დადასტურებული მონაცემების მიხედვით, რუსეთის ცენტრალური რეგიონებიდან, თათრეთიდან და ბაშკირეთიდან - უფრო მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი სხვა ნაწილიდან და ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ერევანი/პირშაღი - ერთი წლის წინ, როცა თათევიკ ხაჩატრიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი და მასთან ერთად ყველაფერი დაეტოვებინა, ვასილა მამედოვას იმედი ჰქონდა, რომ 30 წლის წინ დაკარგულ საკუთარ სახლსა და მასთან ერთად ყველაფერს დაიბრუნებდა.
ისრაელში, პირველ ოქტომბერს მომხდარ თავდასხმას, 42 წლის ილია ნოზაძე ემსხვერპლა. თავდასხმა, რომელსაც ისრაელის პოლიციამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა, ძველ ქალაქ იაფაში (თელ-ავივთან გაერთიანებული ტერიტორია), საღამოს, საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.
იმ მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირი, რომელშიც ტურისტი არინა გლაზუნოვა ჩავარდა და დაიღუპა, მხოლოდ 30 სანტიმეტრია. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო გამოძიება დაიწყო. მოხდა თუ არა უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო და თუ კი, ვინ არის პასუხისმგებელი?
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) არსებობის 24-წლიან ისტორიაში პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს საქართველოში. ამის მიზეზი გახდა „ანტიკორუფციული ბიუროს“ გადაწყვეტილება TI „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოეცხადებინა.
UFC-ის ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას, მილიონ-მილიონ ლარს გადასცემენ. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
„თავისუფლების პარტია“ შეიძლება გახდეს პირველი ულტრამემარჯვენე პარტია ავსტრიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს. იმიგრანტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს რომ მათ ამისი ძალიან ეშინიათ.
შეიძლება ჯერ არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ რუსეთში უკვე გამოცხადდა ქალთა მობილიზაცია.
ავტომანქანების ცნობილმა დიზაინერმა, საშა სელიპანოვმა, აგვისტოში, როცა თავისი საკუთარი ჰიპერავტომობილი Nilu 27 წარმოადგინა, ზოგიერთი ჟურნალისტი დაინტერესდა მისი დასახელებით.
ჩამოტვირთე მეტი