საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის პირველ ექვს თვეში რეკორდული რაოდენობის, $1.08 მილიარდი შეისყიდა სავალუტო რეზერვებისთვის. ქვეყნის რეზერვებმა $5 მლრდ-ს გადააჭარბა.
ხარაგაულის, ხაშურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების 15 სოფლის მოსახლეობა წლებია ფაქტობრივ სატრანსპორტო ბლოკადაშია მოქცეული.
უკრაინასთან „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლა საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მარაგებზე, სავარაუდოდ, არ იმოქმედებს, თუმცა ფასები შეიძლება გაზარდოს.
ბიძინა ივანიშვილმა თავისი ოფთალმოლოგის შვილს ჯერ მოსკოვში სამსახური დააწყებინა, შემდეგ საქართველოში $6-მილიარდიანი კომპანია ჩააბარა სამართავად, ბოლოს კი მის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა და პროკურატურაში უჩივლა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“.
თბილისმა ბრიუსელთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა სანქციების ახალი პაკეტის გამო საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი არ შეჩერდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს ისაუბრა მთავრობის „ამბიციურ გადაწყვეტილებაზე”, საქართველო „რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახადოს. პრემიერმა თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეა განიხილება და ამისთვის იდეალური ადგილი „ვაზიანის ყოფილი აეროდრომია“.
პარლამენტში მმართველმა გუნდმა სიტყვით მოიწონა, საქმით კი ჩააგდო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატები.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ცვლილება - შემსუბუქება დაიწყო.
ჩამოტვირთე მეტი