საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს ისაუბრა მთავრობის „ამბიციურ გადაწყვეტილებაზე”, საქართველო „რეგიონში საავიაციო ჰაბი” გახადოს. პრემიერმა თქვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი აეროპორტის მშენებლობის იდეა განიხილება და ამისთვის იდეალური ადგილი „ვაზიანის ყოფილი აეროდრომია“.
პარლამენტში მმართველმა გუნდმა სიტყვით მოიწონა, საქმით კი ჩააგდო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატები.
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივი ცვლილება - შემსუბუქება დაიწყო.
საქართველო ზრდის და აფართოებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, განსხვავებით ევროკავშირისგან, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთთან მკვეთრად შეამცირა ვაჭრობის მოცულობა როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მიმართულებით.
„ქართული ოცნება“ ბოლოდროინდელი ნაბიჯებით კონფრონტაციას იწყებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება მორიგი შეთქმულების თეორია, რომლის თანახმადაც, სავალუტო ფონდს სურს, „საქართველო ისეთივე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეს, როგორშიც დღეს უკრაინაა“.
„ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის მმართველ რგოლში ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის შეყვანა სურს, მაგრამ ამას პრეზიდენტის გარეშე ვერ ახერხებს. პრეზიდენტი ამ სვლას არ თანხმდება, რადგან ეროვნული ბანკის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის სარისკოდ მიიჩნევს.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების სამთავრობო ანგარიშის ცენტრალურ საკითხი ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. ექსპერტები განმარტავენ, რომ ქართული ეკონომიკა, მნიშვნელოვანწილად, უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთიდან მომატებული შემოსულობებით გაიზარდა.
2 ივნისს, სამიოდე კვირაში მას შემდეგ, რაც ლარმა, ხანგრძლივი გამყარების შემდეგ, ისევ დაიწყო გაუფასურება, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $17 მილიონი გაყიდა.
უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის ფონზე, აბსოლუტური სიღარიბე და უთანასწორობა მცირდება.
ჩამოტვირთე მეტი