2 ივნისს, სამიოდე კვირაში მას შემდეგ, რაც ლარმა, ხანგრძლივი გამყარების შემდეგ, ისევ დაიწყო გაუფასურება, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $17 მილიონი გაყიდა.
უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის ფონზე, აბსოლუტური სიღარიბე და უთანასწორობა მცირდება.
72 წლის ტარიელ ცაბაძე, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე, რომლის ორ ოთახს სათავსოდ იყენებს, ყოველდღე შედის და ვაშლის გადარჩევას იწყებს.
ცხრათვიანი აკრძალვის შემდეგ, პარაპლანით ფრენა, რომელსაც ახალი წესი დაარეგულირებს, დაახლოებით, თვე-ნახევარში უნდა განახლდეს. მანამდე კი, მფრინავებმა უნდა ჩააბარონ გამოცდა, შემოწმდეს მათი საფრენი აპარატები და ასაფრენი ადგილები. იზრდება როგორც პილოტების ვალდებულებები, ისე ფრენაზე კონტროლიც.
ახალი ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურებების ხუთეულში შედის ასლის გადაღება - „დაქსეროქსება“.
საქართველოში ხახვი, - ქართული სამზარეულოს არაერთი კერძის აუცილებელი ინგრედიენტი, - ამ გაზაფხულზე რეკორდულად გაძვირდა.
სააღდგომოდ თბილისში, უბნის მაღაზიებში, სოფლის კვერცხი ცალობით 60-90 თეთრად იყიდებოდა. ქსელურ მაღაზიებში 10-ცალიანი შეკვრის ფასი კი 6 ლარს ასცდა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დასავლური სანქციების დაწესებამ ჩინეთ-ევროპის დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა, „შუა დერეფანი“ გამოაცოცხლა. რადიო თავისუფლება აგიხსნით, რა არის და რამდენად მნიშვნელოვანია იგი და როგორია ამ დერეფანში საქართველოს როლი.
"საქართველოში ბავშვების 38 პროცენტი განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს", - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით "საქსტატის" მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევა საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი